ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარგვეშის მოსახლეობამ, დღეს, ფარული კენჭისყრით, სოფლისთვის პრიორიტეტული თემა აირჩია - სოფლის ბიბლიოთეკის შენობის დასრულება, სველი წერტილის მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის(სოფლის ცენტრის) განათება. ერთ იდეაში გაერთიანებული ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისთვის, სარგვეშის მცხოვრებლები, მათთვის გამოყოფილ 12 000 ლარს დახარჯავენ.
საბეს მოსახლეობამ, ასევე ფარული კენჭისყრით, მაღალაურის საუბნო გზის შეკეთება გამოყო პრიორიტეტად. დაახლოებით 2 კმ-მდე გზა 10 000 ლარით გასწორდება და მოიხრეშება.
შიდა საუბნო გზების მოხრეშვა გადაწყვიტა სოფელ ხორითის მოსახლეობამ, აღნიშნულ სოფელზეც 10 000 ლარია გამოყოფილი.
წყლის წისქვილს ჩაუტარებენ რეაბილიტაციას და საუბნო გზას შეაკეთებენ სოფელ მიროწმინდაში მაცხოვრებლები და ამ პროექტზე 10 000 ლარს გადაანაწილებენ.
საერთო კრებებს სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე და მერის თანაშემწე ლაშა გელაშვილი უძღვებოდნენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფლის საერთო კრება 12 თებერვალს ლეღვნის, ხოლო 13 თებერვალს ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.