ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტებზე იმსჯელეს
12-02-2019, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.

 


მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.

 


ნოჯიხევში მოსახლეობის უმეტესობამ ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციას და საბავშვო ბაღში სკვერის მოწყობას დაუჭირა მხარი.

 

 

 


ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასევე გააცნეს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები.

 


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყოფა.

 


ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი