ორგანიზაცია „ერთად სახლში“ აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ლიეჟის 10 თებერვლის კრების მონაწილეების ფარულ თვალთვალს აწარმოებდა და სუსის აგენტები ახდენდნენ მათი ორგანიზაციის წევრების და ხელმძღვანელების ფარულ დევნას, რის გამოც სააკაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის ლიდერები ოფიციალური წერილით ბელგიის სამართალდამცავი სტრუტურებისთვის მიმართვას აპირებენ.
„ჩვენი ორგანიზაცია „ერთად სახლში“ აპირებს შეიტანოს ოფიციალური წერილი ბელგიის სამართალდამცავ სტრუტურებში და აცნობოს, თუ როგორ აწარმოებდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური (სუსი), ლიეჟის 10 თებერვლის კრების მონაწილეების ფარულ თვალთვალს. ასევე სპეციალურად მიმაგრებული სუსის აგენტები სხვადასხვა ევროპული ქალაქებიდან მთელი სამოგზაურო მარშრუტის განმავლობაში (მაგალითად პიზა-ლიეჟი) ახდენდნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრების და ხელმძღვანელების ფარულ დევნას. ეს არის ბელგიის კაონონმდებლობის უხეში დარღვევა და არა მარტო ჩვენი, ქართველი თანამემამულეების უპატივცემულება, არამედ, თავად ბელგიის სამეფოს აშკარა შეურაცხყოფა.
ვთვლით, რომ ასეთი თავგასულობა, სითავხედე და დანაშაულებრივი ქმედება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი და დაუსჯელი როგორც ბელგიის ასევე ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან.
გთხოვთ მოგვწერეთ და გამოგვიგზავნეთ ზემოხსნებული ქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა“, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ წუთებში Facebook-ის გვერდზე „ერთად სახლში“ ავრცელებს.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.