ოთარ დანელია სოფელ ხურვალეთში თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების პროცესს დაესწრო
21-07-2015, 03:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების პროცესს ადგილზე გაეცნო.


„მოსავლის აღება უკვე დაწყებულია. ამ მიმართულებით მოსახლეობას პრობლემები არ აქვს. ჩვენ ტექნიკის გარკვეული რაოდენობა დავამატეთ, რათა შეფერხების გარეშე ჩაიაროს მოსავლის აღების პროცესმა. პრობლემემბი არსებობს წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. რამდენიმე სათავე-ნაგებობა ადმინისტრაციულ ზოლს იქითა და, შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ ოპტიმალური გამოსავალი ვიპოვოთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.


შიდა ქართლის გუბერნატორის, ზურაბ რუსიშვილის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღებას შეუფერხებლად ახორციელებს.


სოფელ ხურვალეთის მკვიდრმა, ალექსი ხუროშვილმა მინისტრს მადლობა გადაუხადა და გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ წელს ტექნიკა ისეა მობილიზებული, რომ მოსავალს ყველა დროულად აიღებს.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორს“ მიერ სოფელ ხურვალეთსა და წითელუბანში, სადაც დაახლოებით 250-300 ჰა მიწის ფართობია დათესილი, თავთავიანი კულტურის აღების სამუშაობისთვის 3 ერთეული კომბაინია მობილიზებული. დღეისათვის უკვე აღებულია 50 ჰა.

 


წლის განმავლობაში შიდა ქართლში, კონფლიქტისპირა სოფლებში დაახლოებით 3000 ჰექტრამდე მიწის ფართობი მუშავდება, საიდანაც დაახლოებით 1000 ჰექტარ ფართობზე თავთავიანი კულტურაა დათესილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი