ირანიდან საქართველოში ავიარეისებმა 2019 წლის იანვარში საგრძნობლად იკლო და თუკი გასული, 2018 წლის იანვარში ირანიდან საქართველოს მიმართულებით 71 ავიარეისი შესრულდა, მიმდინარე წლის იანვარში რეისების რაოდენობამ მხოლოდ 38 შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქვეყნებს.
სააგენტოს მონაცემებით, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს რეისების რაოდენობა მზარდი იყო. 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ირანიდან 132 რეისი შესრულდა, რაც 11 რეისით მეტია 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერზე. ამ დროისთვის, ირანიდან საქართველოში რეგულარულ ფრენებს ორი ავიაკომპანია ასრულებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით კი, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა კი 41 პროცენტით შემცირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.