ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კახაბერ მახათაძესთან ერთად, თანამდებობას მერიის რამდენიმე თანამშრომელიც, მათ შორის, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკატერინე დუგლაძეც ტოვებს.
კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე თვეა აქციები იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.