გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ კირკიტაძისთვის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდანვე გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
დავით კირკიტაძე ველისციხის ინციდენტის გამო, გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.