თბილისში, ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, რამიშვილის N31-ში, ყიფშიძის N16-სა და ფალიაშვილის N32-ში ეზოების მოწესრიგება დაიგეგმა.
აღნიშნულ მისამართებზე ამჟამად, ბორდიური ეწყობა და გზის საფუძველი მზადდება. სამუშაოების ბოლო ეტაპზე კი, 1 000-მდე კვ.მ ფართობის ეზოებში ასფალტის საფარი დაიგება.
საგზაო პროექტი ასევე, ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტალში, ჟღენტის ქუჩის N2 გ-ს მიმდებარედ ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი 1 480 კვ.მ ფართობზე დაიგება.
„გასული წლის მსგავსად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. უკვე დავიწყეთ და აქტიურად მიმდინარეობს 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება. შიდა გზების რეაბილიტაცია ამ დროისთვის, ათ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონა ხუთ მისამართზე ეწყობა. მოგვიანებით, სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც დავიწყებთ, რომელთა შორის სკვერების მოწყობა, დამცავი კედლების მშენებლობა, მოპირკეთება და სხვა სახის სამუშაოები შედის“, განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.