ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესი, რომელზეც მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ცდილობენ, რომ კალანდია გამოიყვანონ მართალი და ბარბაქაძეს შეტენონ ყველაფერი".
„შთაბეჭდილება კი არ დამრჩა, პირდაპირ აპირებენ კალანდიას გაპრავებას და ბარბაქაძის შემოყვანას საქმეში ხელახლა. პროკურორები კითხავდნენ ამ წუთში და ვეღარ გავუძელი ფიზიკურად. ადვოკატებმა რაღაც პროტესტი დააყენეს, მიმანიშნებელი კითხვა დაუსვა პროკურორმა და მოსამართლემ არ დაუკმაყოფილა. ჩემს ადვოკატს რაღაც გადავუჩურჩულე და მოსამართლემ გაგაძევებო. ფაქტია, რომ ყველაფერი მიჰყავთ იქით, რომ კალანდია არ არის მკვლელი ანუ ჩემი შვილი მოკლულია, მკვლელი არ არსებობს", განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.