„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მთისძირის, შუამთის და მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრები გაიმართა
12-02-2019, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებლებთან შეხვედრები გრძელდება. პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით საკონსულტაციო შეხვედრები დღეს მთისძირის, შუამთის და მუქედის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გაიმართა.

 


შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

 


სოფელ მთისძირში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას მამფორიების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, საჯარო სკოლის ეზოს შემოღობვა და გარე განათების მოწყობა წარმოადგენს.

 


გარე განათების მოწყობას, ადეიშვილების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაციას და სასაფლაოს შემოღობვას ითხოვენ სოფელ ჭაგანჭყვიშში.

 


დასახელებული პროექტების განსახორციელებლად მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 000 ლარია გამოყოფილი.

 


სოფელ შუამთაში ადგილობრივები შუამთა-ტობანიერი-ჭყვიშის დამაკავშირებელ გზაზე გარე განათების მოწყობას, ცენტრალური სკვერის და მინი სტადიონის რეაბილიტაციას ითხოვენ.

 


ჭყვიშში კი, ადგილობრივებმა სასაფლაოს შემოღობვის პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 


შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 000 ლარია გამოყოფილი.

 


რაც შეეხება მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულს, ზედა მუქედში მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, გარე განათების მოწყობა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაა.

 


ქვედა მუქედში კი ადგილობრივების მოთხოვნით მოხდება სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა.

 


მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 000 ლარია გამოყოფილი.

 


ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ხვალ დასრულდება.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი