კახაბერ მახათაძის ზესტაფონის მერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ „დაწყებული ადმინისტრაციის უფროსიდან და მდივნიდან, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული“, მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობას არავინ აპირებს
12-02-2019, 20:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობას ტოვებს. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ეკატერინე დუგლაძის განცხადებით, მერთან ერთად, პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს მერის მეორე მოადგილემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.

 

 

GUARDIAN.GE-სთან საუბრისას ეკატერინე დუგლაძემ მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო, თუმცა თანამდებობიდან წასვლა დაანონსა.

 


ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ კახაბერ მახათაძის გადადგომის შემდეგ, „დაწყებული ადმინისტრაციის უფროსიდან და მდივნიდან, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული" მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობას არავინ აპირებს.

 

 

„ოფიციალურად დღეს დაწერა განცხადება ბ-მა კახაბერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თანამდებობიდან გადადგა მისი მეორე მოადგილე ელგუჯა კვეტენაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე. დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა მერიის ინფრასტრუქტურის უფროსმა, დავით აბულაძემ.

 

 

რაც შეეხება გუნდის დანარჩენ წევრებს, იმის გამო, რომ მერის პირველ მოადგილეს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და კლინიკაშია, მუნიციპალიტეტში მთელი რიგი სამუშაოებია დასასრულებელი, ამიტომ მე ვრჩები თანამდებობაზე აღნიშნული საქმეების დასრულებამდე, რის შემდეგაც გუნდის ყველა წევრი - დაწყებული მდივნიდან, დაწყებული ადმინისტრაციის სამსახურის უფროსიდან, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, არ ვაპირებთ ვიმუშაოთ მუნიციპალიტეტში", განუცხადა GUARDIAN.GE-ს ეკატერინე დუგლაძემ და დასძინა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებას ოფიციალურად გააკეთებს.

 

 

მისივე ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოავალეობას ხვალიდან მერის მეორე მოადგილე - ნუგზარ ფერაძე შეასრულებს, რომელიც დუგლაძის თქმითვე, „გუშინ დანიშნულია".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი