არქიმანდრიტი ათანასე მისთვის „Bentley“-ში გადაღებულ ფოტოზე განცხადებას ავრცელებს: „იმდენი ზიზღი დავინახე არამარტო ჩემს მიმართ, არამედ მთლიანი სამღვდელოების მიმართ, რისი ღირსნიც არ ვართ“
13-02-2019, 10:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არქიმანდრიტი ათანასე კარანაძე „ფეისბუქში“ გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება (შენიშვნა: აღნიშნული ფოტო არქიმანდრიტის facebook-ის გვერდიდანაა აღებული და მისი ატვირთვის თარიღად 2014 წლის 11 აპრილია მითითებული. ასე რომ, ეს ფოტო არ წარმოადგენს facebook-ზე ახლახან გავრცელებულ ფოტოს), სადაც ჩანს, რომ იგი ერთ-ერთ ბენზოგასამართ სადგურზე ავტომანქანა „Bentley“-იში ზის და საწვავს ასხმას.

 


აღნიშნულმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა ერთი ნაწილის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია არა მხოლოდ არქიმანდრიტის, არამედ მთელი სამღვდელოების მიმართ. არქიმანდრიტი ათანასე კი განმარტავს, რომ ეს ავტომობილი მისი კუთვნილება არ არის და სინანულით ამბობს, რომ „ყველა რაღაცნაირად გაბოროტებულია და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს. თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთი სული აქვს ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს და მიწასთან გაასწოროს“.

 


„იმდენი ზიზღი დავინახე არამარტო ჩემს მიმართ, არამედ მთლიანი სამღვდელოების მიმართ, რისი ღირსნიც არ ვართ. ყველას თავის ცოდვას ღმერთი მოჰკითხავს“, წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ათანასე კარანაძე, რომლის განცხადებასაც GUARDIAN.GE სრული სახით გთავაზობთ.

 


„მოგესალმებით ყველას, ჩემს facebook -ის მეგობრებსა და სრულიად facebook-ის მომხმარებლებს. გუშინ შუა-დღეს დაიდო ჩემი სურათები, სადაც მე რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში ვზივარ და ვასხამ საწვავს. აღნიშნული მანქანა არის 2006.წ. Bentley, რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს. თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით, რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი კუთვნილებაა, ხვალ რომ PORSHE-ს საჭესთან დავჯდე ასევე ანალოგიური ცნობისმოყვარეობით, რომელიც ჩემს ბევრ ახლობელ ადამიანს ჰყავს, ე.ი ჩემიაა?

 

 

ხალხო: ნუთუ ვერ ატყობთ, რომ ყველა რაღაცნაირად გაბოროტებულია და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთი სული აქვს ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს და მიწასთან გაასწოროს. ამ კატეგორიას ის უფრო უხარია, რომ, როცა წაქცეული ხარ მაშინ გითანაგრძნოს, ხოლო შენი სიხარული და წარმატება კი არად ადარდებს. მე ამას გულისტკივილით ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს ვინმეს წარმატება და კეთილდღეობა შემშურდეს. ისე ცნობისათვის, ვისაც დააინტერესებს ჩემი პიროვნება შეგიძლიათ facebook -ზე ნახოთ ჩემი მონასტერი და თუ გექნებათ სურვილი, შემდგომში მობრძანდეთ და ადგილზე დაათვალიეროთ და ნახოთ, რა იყო 6 წლის წინ და ამჟამად როგორ გამოიყურება და ეს ყველაფერი, მადლობა ღმერთს, ჩემი და ჩემი გვერდში მდგომი ადამიანების შრომის შედეგია. მოინახულეთ ფოკის მამათა მონასტერი, რომელიც ფარავანის ტბაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ალპურ ზონაში, სადაც აღვიკვეცე და 8 წელი დავყავი, რა იყო 2004 წლამდე და შემდგომ როგორ გამშვენდა და კეთილმოეწყო.

 


მე ჩემს გაკეთებულ საქმეებზე არასოდეს არ მილაპარაკია, მაგრამ იმდენი ზიზღი დავინახე არამარტო ჩემს მიმართ, არამედ მთლიანი სამღვდელოების მიმართ, რისი ღირსნიც არ ვართ. ყველას თავის ცოდვას ღმერთი მოჰკითხავს.

 


მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ხალხმა მაცხოვარი განიკითხა და მე ვინ ვარ ცოდვილი. ღმერთმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ რწმენაში.

 


ქრისტესმიერი სიყვარულით არქიმანდრიტი ათანასე“, წერს მამა ათანასე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი