იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე პოლონეთში ვიზიტად იმყოფება
13-02-2019, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე ოფიციალურ ვიზიტად პოლონეთში იმყოფება. ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად მართავენ შეხვედრებს, როგორც სახელმწიფო უწყებებთან ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

 

 

შავლეგო ტაბატაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ ვიელკოპოლსკას რეგიონის მარშალს მარეკ ვოზნიაკს. შეხვედრისას აქცენტები გაკეთდა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, რეგიონების დაახლოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გრანტების მოძიების, გაცვლითი პროგრამების და სტუდენტების დაფინანსების საკითხებს.

 


იმერეთის რწმუნებული ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც იმერეთის პოტენციალის შესახებ იმსჯელა. ასევე, დაესწრო ,,BUDMA“-ს უდიდეს სამშენებლო გამოფენას, სადაც გაეცნო მშენებლობის უახლეს ტექნოგიებსა და მასალებს.

 

 

 


ვიზიტის ფარგლებში იმერეთის რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ გვირგვინით შეამკო პოლონეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი გმირის პლატონ თაყაიშვილის საფლავი.

 


პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, და ,,აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე. შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.

 


ქალაქ პოზნანში ქართულ დელეგაციას მასპინძლობდა ვიელკოპოლსკას განვითარების ფონდი, ჰუბერტ ზობელის (ფონდის პრეზიდენტი) ხელმძღვანელობით.

 


იმერეთის რწმუნებულს შავლეგო ტაბატაძეს ვიზიტის ფარგლებში ჩანიშნული აქვს შეხვედრა გემბიაკ-მიკსტაცკის კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში, კერძოდ იმერეთში ინვესტირების განხორციელებით.

 

 

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი