დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს.
ოქროსა და ვერცხლის მედლები დაბა ადიგენის, მოხეს, არალის, უდის №1 და №2 საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებმა მიიღეს. მათ ასევე გადაეცათ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები.
ასევე სერტიფიკატების გადაეცათ სოფლების - ენთელის, მოხეს, ბოლაჯურის, ბენარას, არალისა და უდეს საჯარო სკოლების პედაგოგებს, რომლებმაც აიმაღლეს კვალიფიკაცია და მიენიჭათ უფროსი მასწავლბლის სტატუსი.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და პედაგოგებს მედლები და სერტიფიკატები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ინგა ბოჭორიშვილმა გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით 6 ოქროს, 8 ვერცხლის მედალოსანი და 7 უფროსი მასწავლებელი დაჯილდოვდა.
ინიციატივა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, მათი აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენაა.
ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.