განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან ერთად დაათვალიერა.
სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლაში რამდენიმე საკლასო ოთახი და შენობის გარე ფასადი რემონტდება. თამარ სანიკიძის განცხადებით, სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე სამინისტრო ზრუნვას უმოკლეს ხანში, პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყებს.
გურიის გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.