ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა სასულიერო პირმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გამოგზავნა. როგორც „რუსთავი 2"-ს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, წერილს 4 ადრესატი ჰყავს - მეუფე პეტრე ცაავა, რომელსაც გადასცა პრადად ეს წერილი, მეუფე ანდრეა გვაზავა, მეუფე დიმიტრი, რომლის ეპარქიასაც წარმოადგენს დეკანოზი მამალაძე და მეუფე დავით ალავერდელი.
თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ წერილში, რომლის შინაარსის დიდი ნაწილიც ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, საეკლესიო ბიზნესზეა საუბარი.
„ამ წერილში საუბარია, მე როგორც ვიცი, პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად დაზე, რომელიც ფლობს ბიზნესებს. ბიზნესებს ფლობს საეკლესიო ხატების, ნივთების, სანთლების ბიზნესს. როდესაც ჩემი ძმა თავისუფალი იყო, პატრიარქთან არაერთხელ ჰქონდა ამაზე საუბარი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რაზეც პატრიარქი ძალიან გაბრაზდა, რომ ჩემმა ძმამ ბიზნესების გარკვევა დაიწყო და პატრიარქის ოჯახს შეეხო", განაცხადა დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.