საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს რაიმუნდას კარობლის შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ლიეტუველ კოლეგასთან ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის დასაწყისში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რაიმუნდას კარობლისს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ლიეტუვის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე ძლიერი და ურყევი მხარდაჭერისთვის.
ქართული თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ლიეტუვის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ლევან იზორიას განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და პრაქტიკული მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ლევან იზორიამ და რაიმუნდას კარობლისმა ასევე, ისაუბრეს ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობაზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების განხორიელების პროცესზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაზე.
ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია უკვე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიოლერს. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.