„ეს დეზინფორმაციაა და ე.წ. ფეიკ ნიუსია (ყალბი ახალი ამბავი) თავიდან ბოლომდე და არაფერი ამას რეალობასთან კავშირი არ აქვს. ამაზე სერიოზული კომენტარიც კი ძალიან მიჭირს, სიმართლე გითხრათ“, ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას ორგანიზაციის „ერთად სახლში“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ლიეჟის 10 თებერვლის კრების მონაწილეების ფარულ თვალთვალს აწარმოებდა და სუსის აგენტები ახდენდნენ მათი ორგანიზაციის წევრების და ხელმძღვანელების ფარულ დევნას, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის ლიდერები ოფიციალური წერილით ბელგიის სამართალდამცავი სტრუტურებისთვის მიმართვას აპირებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.