მამუკა ბახტაძე: სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის
13-02-2019, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე.



როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის ჩართულობით, უცხოელ კოლეგებთან ერთად შეიმუშავა.



პრემიერის თქმით, სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და 2019-2021 წლებზე გავრცელდება.



„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი კაპიტალის ბაზრის განვითარება მომავალ წლებში, ლარიზაციის ტემპების დაჩქარება, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება, რათა ჩვენ ვიყოთ უფრო მდგრადი გარე შოკების მიმართ. მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამ სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას გახდის კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაგვეხმარება პერსპექტივაში, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა გავატაროთ ყველა რეფორმა იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი", განაცხადა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი