თბილისში მდებარე 63 საჯარო ბაგა-ბაღში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, თითოეულ ობიექტზე მიმდინარეობს ელექტროქსელების გაყვანა და სახანძრო დეტექტორების მონტაჟი. აღრიცხულია ის ოცამდე ბაგა-ბაღიც, სადაც ცეცხლმაქრების კომპლექტები დაემატება.
ამ სახანძრო სისტემების მთავარი მახასიათებელია სამისამართო სიგნალიზაცია, რაც საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, ხანძრის შემთხვევაში, მართვის პულტის მეშვეობით, მყისიერად დააფიქსიროს განგაშის ადგილომდებარეობა და უმოკლეს დროში მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, თანამედროვე სტანდარტის სახანძრო სისტემა უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს თბილისის 43 საჯარო ბაგა-ბაღში. პროექტი გასულ წელს განხორციელდა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ელ +“ აწარმოებს. პროექტის დასრულება მაისის ბოლოსთვის იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.