საქართველოს მასშტაბით 28 ახალი სკოლის მშენებლობა და 83-ის რეაბილიტაცია განხორციელდება
13-02-2019, 17:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში 28 ახალი სკოლა აშენდება, დამატებით 83 სკოლას კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროექტი ჯამურად 50 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკანდინავიური, - გარემოს საფინანსო კორპორაციის მიერ გამოყოფილი სესხისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის საფუძველზე განახორციელებს.

 

 

„განათლება ჩემი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ამ თვალსაზრისით. მოხდა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების სრული შესწავლა და, შესაბამისად, პრიორიტეტების განსაზღვრა. ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებთან, რათა მეტი რესურსი მოვიპოვოთ ამ პრობლემების დასაძლევად", განაცხადა პრემიერმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონების სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, გაორმაგდა მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერის თანხა.

 

 

„57 მუნიციპალიტეტის სკოლებში ეტაპობრივად ჩატარდება 40 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ მოხდა ამ სამუშაოების დაგეგმვის და განხორციელების უფლების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს პოლიტიკასა ამ თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ სწორედ ადგილებზე უკეთ იციან თავიანთი სკოლების საჭიროებები და, შესაბამისად, პრობლემების გადაჭრა მოხდება უფრო ოპერატიულად. ამასთან ერთად, სიმბოლურია, რომ წელს შესრულდა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველად ჩატარებიდან 100 წელი. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თვითმმართველობების გაძლიერებისთვის და მსგავსი უფლებების დელეგირება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის ძალიან კარგი ნაბიჯია, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი