ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა
13-02-2019, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

13 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.

 


მოსახლეობის უმრავლესობამ ჯაპიშაქარში - გზის მოხრეშვის, სანიაღვრე არხის მოწყობის და მოსაცდელის მშენებლობის; ზენში - გარე განათების სისტემის და მოსაცდელის მოწყობის; ზუბში - გარე განათების მოწყობის; გაღმა საჯიჯაოში - მინისტადიონის რეაბილიტაციის შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი.

 


სოფელ ზენში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ კონსულტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა. მერმა, ადგილობრივებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დეტალები გააცნო და მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 


სადღეისოდ, ხობის მუნიციპალიტეტის 26 სოფელში ჩატარდა დასახლების კრება და გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაცია.

 


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყო.

 


ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი