„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა
13-02-2019, 18:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.

 


პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს სალხინოს, ციხესულორის და ზეინდრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

 


სოფელ სალხინოში მოსახლეობა ჩახუნაშვილების უბანში და სკოლის წინა მხარეს სკვერის მოწყობას, მინი სტადიონის მოწყობას და ძაგნიძეების უბანში დენის კაბელის შეძენას ითხოვს.

 


სოფელ ზენობანში კი, მოსახლეობისთვის წისქვილის დაბილინგება და გარე განათების მოწყობაა პრიორიტეტული.

 

 

სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი.

 


ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივები შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას და გარე განათების მოწყობას უჭერენ მხარს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი.

 


რაც შეეხება ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას სოფლის ცენტრის მოწესრიგება და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა წარმოადგენს.

 


სოფელ შუა გორაში კი, ადგილობრივები ბიბლიოთეკის შენობის რემონტს ითხოვენ.

 


ჯამში ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 000 ლარია გამოყოფილი.

 


ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები უკვე ყველა სოფელში გაიმართა.

 


მომავალ კვირას, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველა ინიცირებულ საკითხზე პროექტების შედგენა და სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებიდან უკვე დაიწყება ინტენსიური სამუშაოები აღნიშნული პროექტების განხორციელების მიზნით.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი