„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები 18 ადმინისტრაციული ერთეულის 45 სოფელში ჩატარდა.
პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრა დღეს ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, სადაც მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:
წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ არსებული სასაფლაოს შემოღობვა, ასევე ქემოკლიძეები-კუტალაძეების, ცენტრის უბნის, აბჟანდაძეებისა და აბულაძეების უბნებში არსებული სასაფლაოების შემოღობვა;
სოფლის შიდა საუბნო გზების მოწესრიგება;
გარე განათების მოწყობა არსებულ ბოძებზე.
ზედა სიმონეთში გამართულ კრებას ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეოუტატის ბიუროს წარმომადგენელი, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები და თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის განსაზღვრულია 345 000 ლარის გამოყოფა.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.