ლევან იზორია ბულგარეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
13-02-2019, 19:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ ორმხრივი შეხვედრა ბულგარელ კოლეგასთან კრაზიმირ კარაკაჩანოვთან ალიანსის შტაბ-ბინაში გამართა.

 

 

ლევან იზორიამ კოლეგას ბულგარეთის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით თავდაცვის ძალებში გატარებული რეფორმები გააცნო. საუბრის ძირითადი თემატიკა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას შეეხო.

 

 

მინისტრებმა მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე ისაუბრეს. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ბულგარეთი „ნატო-საქართველოს სწავლებაში 2019“ ჩაერთვება და ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებაში „Agile Spirit 2019“.

 

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთის მხარეს, წინა წლებში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მიერ განხორციელებული აქტივობებისა და მხარდაჭერისთვის.

 

 

მიმდინარე წელს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ბულგარეთს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი