ეკონომიკისა და განათლების მინისტრების კრიტიკას მიეძღვნა გადაცემა „სპექტრის“ დიდი ნაწილი ოთხშაბათს ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში. დავით აქუბარდიას სტუდიაში სტუმრად პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი ქობულიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ყოფნა მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც მას „რუსეთში აქვს ბიზნესი“, ხოლო განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს ზუგდიდის ერთ-ერთი საჯარო სკოლის შემოწმების საკითხთან დაკავშირებით დიდი ტყუილის თქმაში დასდო ბრალი.
GUARDIAN.GE გთავაზობთ დავით აქუბარდიასა და სოსო ცინცაძეს შორის გამართული დიალოგის ერთ ნაწილს.
დავით აქუბარდია: „სამარცხვინოა ეს მინისტრები, ეს ქობულიაა თუ ქებურიაა, აზრზე არა ვარ ვინაა, აი რომ იტყვიან, ბოდიში, შეიძლება ვულგარული იყოს, ბალზე ზისო თუ ატამზე თუ რაღაცა და ბალს ჭამსო. გაგნებაში არ არის საქართველოს ეკონომიკის.
სოსო ცინცაძე: თანაც მაშინ, როდესაც შენ გყავს ლადო პაპავა, შენ გყავს მიშა ჯიბუტი, შენ გყავს დემურ გიორხელიძე, ამ დროს ვარიაგი ჩამოგყავს საიდანღაც.
დავით აქუბარდია: კაცი ვერ ერკვევა საქართველოს... რუსული მენტალიტეტი აქვს, ვერ ატყობთ? ქობულიაა თუ ქებურია.
სოსო ცინცაძე: გარდა მაგისა, როგორ შეიძლება ადამიანს რუსეთში ბიზნესი ჰქონდეს და შენ აქ მინისტრად დანიშნო, არა?
დავით აქუბარდია: „კაცო, დავანებოთ თავი ამ ეკონომიკის მინისტრს, ჩავთვალოთ, რომ მკვდარია და მკვდარი სულია, მაგრამ...
სოსო ცინცაძე: რა მკვდარია, მალე ჩვენ მოვკვდებით, თორემ ეგ ძაან ცოცხალია, ძაან კარგად არის.
დავით აქუბარდია: მაგისთანები მოგვინელებია? იმდენ მთავრობას მოვიცვლით კიდევ, მაგრამ არ შეიძლება რომ განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი ასეთი სამარცხვინო იყოს.
სოსო ცინცაძე: ყველაფერს დავანებოთ თავი, მარტო კულტურის მინისტრი რომ იყოს არა? აი, კულტურული ადამიანი, მაპატიოს ამ ბატიაშვილმა, არ ვიცნობ, ღმერთო შეგცოდე, თუ ცილს ვწამებ ან რაღაც, მაგრამ ანონიმკა რომ მოდის შენთან და იძახის, რომ ჩვენ არ გვევალება, მამალ ტყუილს ამბობ... თითოეულ ჩვენგანს, მე თვითონ იგივე მაგის სამინისტროში, რექტორი რომ ვიყავი, ათასჯერ განცხადება მაქვს შეტანილი, ერთხელ პირადობის მოწმობა დამრჩა და ერთი საათი ვიდექი იქ, სანამ დავრეკე ჩემთან და მოძებნიდნენ, არ მიიღეს განცხადება და ახლა მამალ ტყუილს გვეუბნება, ჩვენ არ გვევალება გავიგოთო, ვისგან იყო, საიდან იყო ეს წერილი. გარდა მაგისა, კარგი რაა, დღეს უკვე საათი არსებობს, მობილური არსებობს და დროს მართლა მზით ხომ არ ვგებულობთ, რა დრო გავიდა. სად გაგონილა ეგრე, რომ 2 საათში თუ 2 წუთში, თუ 3 წუთში მინისტრის მაგიდაზე ხვდება განცხადება და 3 წუთში, ლამის არის რეაქტიული თვითმფრინავით გზავნიან ზუგდიდში...
დავით აქუბარდია: ეს მინისტრი მე მგონი საერთოდ გაგებაში არაა. საერთოდ არ იცის, რა არის საქრთველო. დასავლეთ საქართველოში რომ წყალი არსად არ არის, არ იცის?
სოსო ცინცაძე: არ იცის ეტყობა... ამ დროს 80%-ს სკოლებში წყალი არ აქვს...
დავით აქუბარდია: სამინისტროშია დაწერილი ალბათ ეს იდიოტობა და უცბად გაატარებინეს... თევზი თავიდან ყარსო. რომელმა ბედოვლათმაც აკურთხა მინისტრად, იმის ბრალია. ვინაა ბატიაშვილი, რა არის. კაცი გეუბნება, დედა გყავსო? დამარხა, აბულაძის ამ ტექსტით დამარხა ამ ბიჭმა [შენგელიამ] ეს კაცი და თავმოყვარეობა არა ჰქონდა, წავიდა, ვითომც არაფერი. რა განათლებას უნდა მიხედოს ამ ტიპმა?!
სოსო ცინცაძე: არა, ეს მართლა ცოტა გადამეტებითი სიმკაცრეც იყო შენგელიას მხრიდან, მომაკვდინებელი, თანაც ჩვენთან ხომ ასოცირებას ეს ფრაზა - დედა გყავს? ვისთან მიდის. ბერიასთან არა? ამ ფრაზით, ამ ბჭმა, არ ვიცი..
დავით აქუბარდია: სიცოცხლეშივე მოკლა ეს კაცი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.