მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მაღალი შეფასება მისცა ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში მიღწეულ პროგრესს
14-02-2019, 10:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციის „Peace and Security in the Middle East” -მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში, გახსნით ღონისძიებაზე ხანმოკლე შეხვედრა და საუბარი შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან.

 


ქართული საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მტკიცე პარტნიორისა და მოკავშირის როლი. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რაც ასევე გამოიხატა პოლონეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებაში, სადაც მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ.

 


მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარებისა და იმ უკანონო ქმედებების შესახებ რასაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

 


მაიკ პომპეომ გამოხატა მზაობა და მხარდაჭერა ქვეყნებს შორის თავდაცვის, უსაფრთხოების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართ. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა გლობალურ საკითხებში, ამ მხრივ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ვენესუელასთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციის გამო.

 


საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა დადებითი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ყველა დონეზე ინტენსიურ კომუნიკაციას, ამ კონტექსტში საუბარი შეეხო დაგეგმილ და განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და შეხვედრებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი