პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დაკავებული ზაალ ლატარია წარდგენილ ბრალდებას არ ცნობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ლატარიაც და მისი ოჯახის წევრებიც პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.
„ტელეფონიც შემოწმებული აქვთ, ვერაფერი ვერ იპოვეს. ალბათ, შეგნებულად იყო ეს ყველაფერი პროვოკაციაზე წამოსაგებად. მიზეზი ის არის, რომ მე ვარ მებრძოლი, მიზეზი ის არის, რომ ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას შევწირე ბავშვობიდან დღემდე. ახლა ვარ განადგურებული", აცხადებს ზაალ ლატარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.