გლდანის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
14-02-2019, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, გზის რეაბილიტაცია პატარა ტბის დასახლებაში, ბარათაშვილის და სოფელ გლდანში, რუსთაველის ქუჩებზე დაიწყო.

 

 

პარალელურად, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები გულისაშვილის, კულა გლდანელისა და ჯანჯღავას III შესახვევში მიმდინარეობს.

 


სამუშაოების შედეგად, გულისაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, რომლის შემდეგაც, დაახლოებით, 6 650 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება; ასფალტის ორფენიანი საფარი რუსთაველის ქუჩაზე დაახლოებით, 2 400 კვ.მ ფართობზე იგება; კულა გლდანელის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 7 500 კვ. მეტრ ფართობზე მიმდინარეობს; ბარათაშვილის ქუჩაზე დაახლოებით, 4 570 კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდება, ჯანჯღავას III შესახვევში 2 230 კვ.მ ფართობზე კი, ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება.

 

 

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, გულია გოცირიძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად, საგზაო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

„გლდანის გამგეობამ მიმდინარე წელს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიყო, მათ შორის, გზების რეაბილიტაცია. გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ორ მისამართზე დავიწყეთ, ჯამში კი, რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნული ქუჩები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ და გრუნტის გზის ნაცვლად, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. რასაკვირველია, წელს ეტაპობრივად, სხვა პრობლემური ქუჩების რეაბილიტაციასაც განვახორციელებთ“, განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.

 

 

გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი