თბილისში განთავსდა საინფორმაციო ბანერები, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობას ნარჩენების დახარისხებისკენ მოუწოდებენ
14-02-2019, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა“ (CENN) დედაქალაქში, ნარჩენების სეპარაციის შესახებ საინფორმაციო ბანერები განათავსა.

 

 

საინფორმაციო ბანერებზე მითითებულია, თუ რა მისამართებზეა განლაგებული ნარჩენების სეპარირების სტენდები.

 

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, საინფორმაციო ბანერები განთავსებულია მეტროსადგურ „სამგორთან“, დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალეს ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე; რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, წერეთლის გამზირზე, "კოკა-კოლას" ოფისთან, ვაკის პარკთან და მეტროსადგურ "ღრმაღელესთან". ბანერებიდან რამდენიმე წუთის სავალზეა განთავსებული სეპარაციის სტენდებიც.

 


ნარჩენების სეპარაციის სტენდები, თბილისის მერიის, „თბილსერვის ჯგუფის", „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

 


დედაქალაქში უკვე სეპარაციის 25 სტენდი დგას, რომელშიც მოქალაქეებს დახარისხებული ნარჩენების განთავსება შეუძლიათ. კერძოდ, PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები.

 


აღსანიშნავია, რომ ამ სტენდებში მოხვედრილი ნარჩენები მეორად პროდუქტად გადამუშავდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი