იმერეთის გუბერნატორის ვიზიტი პოლონეთში გრძელდება - შავლეგო ტაბატაძე ქალაქ კროტოშინის მერს შეხვდა
14-02-2019, 13:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში გრძელდება. შავლეგო ტაბატაძე ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ქალაქ კროტოშინის მერს შეხვდა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრა.

 


მხარის რწმუნებულმა მათ იმერეთის როგორს ტურისტული ასევე საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. თავის მხრივ პოლონურმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე და ამ კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა დელეგაციის წევრებს.

 


ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია „გემბიაკ–მისტაცკის“ კომპანიას ესტუმრა და ადგილზე გაეცნო ასფალტის ქარხნის მუშაობას. აღნიშნული ქარხანა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. კომპანია დაინტერესებულია მსგავსი ასფალტის ქარხანა იმერეთის რეგიონშიც გახსნას. ქარხნის დათვალიერების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს და განიხილეს სამომავლოდ ინვესტიციის განხორციელების დეტალები.

 


ქართული დელეგაციის წევრებმა კროტოშინის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაათვალიერეს და გაეცნენ არქიტექტურას. ასევე, ნახეს კომპანია „გემბიაკ–მისტაცკის“ დაფინანსებით მოწყობილი ქალაქის ცენტრი.

 


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ქალაქ პოზნანში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსაც ესტუმრნენ. გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ცენტრს და მუშაობის სპეციფიკას.

 


ინფრომაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი