საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ პეტრო ციგიკალს შეხვდა.
ქართული უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გიორგი გახარიამ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლჰოვი დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასაც ესტუმრა. ხელი მოეწერა გეგმას "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული დანაყოფებისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის 2019-2020 წლების თანამშრომლობის" შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.