თუ შემდეგი ტექნიკური მოხსენება დადებითი ხასიათის იქნება, იმედი მაქვს ჩვენ უახლოეს მომავალში, წარმატებით დავასრულებთ ვიზალიბერალიზაციის პროცესს- ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე კარგად მომეხსენება, რომ საქართველოს საზოგადოება ძალზე დაინტერესებულია უვიზო მიმოსვლით ევროკავშირთან, ეს გახლავთ ჩვენი საერთო ამოცანა. საქართველომ საკმაოდ კარგ პროგრესს მიაღწია და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რაც ვთქვი რიგაში. თუ აღნიშნული პროგრესი კვლავ გაგრძელდება, თუ შემდეგი ტექნიკური მოხსენება დადებითი ხასიათის იქნება, იმედი მაქვს ჩვენ უახლოეს მომავალში, წარმატებით დავასრულებთ აღნიშნულ პროცესს. ჩვენ ასევე განვიხილეთ რეფორმების დღის წესრიგი. პრემიერ-მინისტრთან ჩემი იმედი გამოვხატე, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს ჩართავდა. მე ხაზი გავუსვი, რომ ექსტრემალური პოლიტიკის გავლენისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივ სფეროში, ეს უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი და საქართველო ძლიერი პარტნიორები არიან, რომელთაც საერთო ამოცანა გააჩნიაათ, რომ დაახლოვონ საქართველო და ევროკავშირი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.