როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მსჯავრდებულთათვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოვითხოვეთ განმარტება, თუ რატომ ეზღუდებათ პატიმრებს ინფორმაციის მიღების თავისუფლება და რატომ არის გათიშული ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაუწყებლობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში. ასევე, წერილით მოთხოვნილ იყო ინფორმაცია, თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებებში არ მაუწყებლობს ტელეკომპანია რუსთავი 2.
„აღსანიშნავია, რომ წერილი გაგზავნილ იქნა 2019 წლის 25 იანვარს, თუმცა დღემდე შესაბამისი წერილობითი პასუხი ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე არ მიგვიღია.
საგულისხმოა, რომ საქართველოს პარალმენტის რეგლამენტის 148-ე მუხლი მე-4 პუნქტის მიხედვით „თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. შესაბამის პირს კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა კითხვის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით''.
დღეს არსებული მდგომარეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადააცილა რეგლამენტით განსაზღვრულ დადგენილ ვადას, რაც პირდაპირ წარმოადგენს რეგლამენტის დარღვევას და პარლამენტის უპატივცემულობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 226-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებულია სხვა თანამდებობის პირის მიერ რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში სანქციები. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირი არღვევს პარლამენტის წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას; ხოლო პარლამენტი ამ შემთხვევაში თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს მთავრობის წევრისა) მიმართ იყენებს რეაგირების შემდეგ ფორმებს:
ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად;
ბ) სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას, რათა დაცული იქნას კანონის მოთხოვნები“, ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.