ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში ახალი სკვერი მოეწყობა
14-02-2019, 15:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში, II კვარტლის N5 და N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

 

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი განთავსდება. 850 კვ.მ ფართობზე დაიდგმება დასასვენებელი სკამები, დამონტაჟდება ლამპიონები და მოეწყობა დეკორატიული ღობე. სკვერში ასევე, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები.

 

 

სკვერის მოწყობის პროექტი ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად, მოსახლეობას წარუდგინა და დაგეგმილ სამუშაოებზე იმსჯელა.

 

 

„წლის დასაწყისში, რაიონში ოთხი ახალი სკვერის მოწყობას ვიწყებთ. ყველა მათგანი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მომზადდა. ჩვენი მიზანია, პროცესში ადგილობრივები აქტიურად ჩავრთოთ, რათა მაქსიმალური შედეგი მივიღოთ და მათ საცხოვრებელ სახლებთან ლამაზი, მოწესრიგებული და კომფორტული რეკრეაციული სივრცეები შევქმნათ. ვაზისუბნის სკვერი გაზაფხულისთვის დასრულდება და აქ ჯანსაღი ცხოვრებისა და დასვენებისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა“, განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

 


აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 78 215 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები მომდევნო კვირაში დაიწყება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი