დავით ზალკალიანი: მაიკ პომპეოს მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი, მკაფიო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს
14-02-2019, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალიან შინაარსიანი საუბარი მქონდა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან. უაღრესად პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ვითარდება ძალიან მაღალი დინამიკით. ამის მაჩვენებელია ჩვენს ქვეყნებს შორის განვითარებული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. აღინიშნა, რომ აუცილებელია ეს გზა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდეს გამყარდეს და კონკრეტულ ხელშესახებ შედეგში აისახოს“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პოლონეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრის შეფასებისას.

 

 

მინისტრის განმარტებით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და აღინიშნა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები, რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი.

 

 

„საუბრის დროს ამერიკის სახელმწიფო მდივანს დეტალურად ვაცნობე ის სიტუაცია, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ის უკანონო ქმედებები, რასაც განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია მიმართავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოსახლეობის მიმართ. აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ადრე, ისე მომავალშიც კვლავ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ“, განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

დავით ზალკალიანის განცხადებით, მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებს ვარშავაში მიმდინარე მინისტერიალზეც გაესვა ხაზი.

 

 

„კონფერენციის მსვლელობისას სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, სადაც მკაცრად დაგმო რუსეთის უკანონო ქმედებები, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და ჩვენი საუბრის დროს აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს რუსეთის ფედერაციასთან დღის წესრიგში ჩვენი საკითხის აქტუალურად წინ წამოწევას“, განმარტა დავით ზალკალიანმა.

 

 

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელმა განმარტა, შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ასევე მრავალმხრივ და გლობალურ საკითხებს, რა მიმართულებებითაც ვაშინგტონი და თბილისი ნაყოფიერად თანამშრომლობენ.

 

 

„უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა ასევე ჩვენ თანამშრომლობას გლობალური მნიშვნელობის საკითხებში და განსაკუთრებით პოზიტიურად იყო გამოყოფილი ვენესუელასთან მიმართებაში ჩვენი თანმხვედრი პოზიცია. მაიკ პომპეოს მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი, მკაფიო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო შეუქცევადი და მყარი გახდება“, განაცხადა ზალკალიანმა, როგორც ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი