„პოლიტიკაში ქალწულობა არ არსებობს“ - გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლოჯერ 2004 წელს შეხვდა, თუმცა მომავალში არც მასთან და არც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს
14-02-2019, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე, რომელმაც მისი სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ „სააკაშვილს ბოლოჯერ 2004 წელს შეხვდა“, თუმცა მისი თქმით, „პოლიტიკაში ქალწულობა არ არსებობს“ და მომავალში არც მასთან და არც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს.

 


„ძალიან ბევრმა მითხრა ასეთი რამე, რომ მართლა შეხვდიო მიშასო? სოსო შატბერაშვილო. ჩემო სოსო, ჩემო ძვირფასო ადამიანო, ძალიან დიდ პატივს გცემ და იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ. სანამ რაიმე განცხადებას გააკეთებ, სულ თავისუფლად შეგეძლო გადაგემოწმებინა ჩემთან, მართლა შევხვდი მიშა სააკაშვილს თუ არ შევხვდი. მიშა სააკაშვილს მე შევხვდი 2004 წელს ბოლოჯერ. ამის შემდეგ მე მიშა სააკაშვილი აღარ მინახია. ეს ადვილად დასტურდება. წელიწადნახევარი მე ქვეყნიდან აღარ გავსულვარ. ის არ ჩამოსულა. ამიტომ, ამ განცხადებას რომ აკეთებ, ორი მოტივაციია: ან ვიღაცამ გითხრა და ვინც გითხრა, ჩათვალე რომ შენი პირადი მტერია, ან კიდევ, არ გადაამოწმე. ეს უფრო უყურადღებობის ბრალია. არ გმატებთ ღირსებას არანაირად ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ტყუილის თქმა, ტიტველი ტყუილის თქმა არის ძალიან სახიფათო. არ შევხედრილვარ მიშას. რაც შეეხება შეხვედრას, თუ შევხვდები და შესაძლებელია შევხვდე ან შესაძლებელია არ შევხვდე, პოლიტიკა ეს არის. შესაძლებელია ბიძინასაც შევხვდე და როცა ასეთი შეხვედრა იქნება დღის წესრიგში, ღიად ვიტყვი ამას, ჩუმად არავის არ ვხვდები. და შევხვდები ერთადერთი მიზნით ამ ადამიანებს, იგივე ბიძინასაც და იგივე მიხეილ სააკაშვილსაც, ქვეყნის პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ჩემ პირად პრობლემატიკაზე არც იმასთან მივალ და არც იმასთან. ამიტომ, მოვერიდოთ შიშველი, ბრტყელი დეზინფორმაციის გავრცელებას. არ შევხვედრილვარ. იმიტომ კი არა, რომ ვთაკილობ, პოლიტიკაში ქალწულობა არ არსებობს. მოცემულობა არის ასეთი: საჭირო იქნება შევხვდები, არ იქნება საჭირო, არ შევხვდები“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი