უკანასკნელ პერიოდში სასაზღვრო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე დავარწმუნე პრემიერ-მინისტრი, რომ ევროკავშირი რჩება კონფლიქტის მოგვარების ერთგული, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ე.წ ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოეწერა რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ის ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც რუსეთის ვალდებულებებს საერთაშორისო არენაზე. მე ახლახანს ჩამოვედი ადმინისტრაციული საზღვრის რეგიონიდან, სადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ვიმყოფებოდი და დავინახე, თუ როგორ მონტაჟდება გამყოფი ზოლები. უკანასკნელი პერიოდის სასაზღვრო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა და ეს ნამდვილად არ არის წვლილის შემტანი ნდობის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისკენ", - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, ევროკავშირის სამონიტორინგო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს იმისთვის, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს სიმშვიდის ფორმატიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.