ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, სოფელ ჭიბრევში დარჩენილ ორ მოზამთრე ოჯახს შეხვდა, ესაუბრა მათ სოფლის პრობლემებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მერის ინიციატივით, სოფელ ჭიბრევში დაიგეგმა თავშეყრის ადგილის მოწყობა.
გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო შეხვედრას ვერ დაესწრო რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის რწმუნებული,გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, რომელიც ვიდეო თვალის საშუალებით გაესაუბრა მოქალაქეებს და უახლოეს მომავალში დაიგეგმა მომდევნო ვიზიტიც.
მოქალაქეებს ასევე შეხვდა გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ონის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი ტარიელ ლობჯანიძე და აღნიშნულ სექტორში დაგეგმილი სიახლეები გააცნო მათ.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.