„მაიკ პომპეოს განცხადება იყო მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ პოლონეთში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას.
ნატო-ს სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ცხოვრების წესს ემუქრება.
„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან მყარი მხარდამჭერია. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული. მაიკ პომპეოს განცხადება იყო მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება. ასევე, იცით, რომ არაერთ დოკუმენტში აისახა ჩანაწერები, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უკავშირდება და ამ ჩანაწერებს აქვს თავისი პირდაპირი დატვირთვა. კერძოდ, ის აისახება იმაზე, რომ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.