პრეზიდენტმა რუჰანიმ განაცხადა, რომ ირანმა ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში უამრავი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის კავკასია
14-02-2019, 19:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეირანში აზადის მოედანზე ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავთან დაკავშირებით 11 სექტემბერს წარმოთქმულ სიტყვაში ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ირანმა უამრავი ტერიტორია დაკარგა და ყაჯართა მოღალატეობრივი დინასტიის მმართველობისას, ქვეყანას 205 წლის წინ ჩრდილოეთის ძირითადი ნაწილი და კავკასია გამოეყო.

 


„უპირველეს ყოვლისა, ისლამური რევოლუცია ირანის დასაცავად მოხდა“, განაცხადა რუჰანიმ. მან ჩამოთვალა თუ რა დიდი მოცულობის ტერიტორიები დაკარგა ქვეყანამ ბოლო 200 წლის განმავლობაში და ყაჯართა და ფაჰლავთა მონარქიების მმრათველობის პერიოდში თითოეული ასეთი რეგიონის დანაკარგის შესახებ შეაჩერა ყურადღება. მისი თქმით, ტერიტორიები შიდა სისუსტის, მოღალატეობრივი პოლიტიკისა და დიდი სახელმწიფოების ჩარევის შედეგად დაიკარგა.

 


რუჰანის თქმით, ირანს 191 წლის წინ დამატებითი ტერიტორიები ისევ გამოეყო ჩრდილოეთით, 172 წლის წინ კი ჩრდილო-დასავლეთით. მისივე განცხადებით, 163 წლის წინ ქვეყნის ტერიტორიები აღმოსავლეთით, 138 წლის წინ კი ისევ ჩრდილო-დასავლეთით დაიკარგა. მან ირანის ყოფილ ტერიტორიებად დაასახელა სპარსეთის ყურის სამხრეთი ნაწილი და თქვა, რომ 100 წლის წინ იქ ირანის ყოფილი ტერიტორიებისგან რამდენიმე სახელმწიფო ჩამოყალიბდა.

 

 

რუჰანიმ დაამატა, რომ 38 წლის წინ მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის უკვე ირანის დასავლეთის საზღვრები იყო სამიზნე, რაც გამოიხატა მათი მხარდაჭერით ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის ირანში შეჭრისადმი, რამაც 1980-88 წლების ირან-ერაყის ომს დაუდო სათავე.

 


დღევანდელი ირანის ბოლო ორი საუკუნის მონარქიულ ირანთან შედარებისას რუჰანიმ თქვა, რომ ხალხის, არმიის და ირანის რევოლუციურ მცველთა ძალისხმევით სადამ ჰუსეინზე გამარჯვების შემდეგ, უზენაესი ლიდერი აიათოლა რუჰოლა ხომეინის ხელმძღვანელობის ქვეშ „ირანმა გამოაცხადა, რომ ეს უკვე აღარ არის ირანული მონარქია. დღევანდელი აღქმა უკვე ისლამური ირანია და დღევანდელი ახალგაზრდობა თავიანთი რელიგიური და ეროვნული რწმენის თანახმად მთელ მსოფლიოს აღუდგება წინ“.

 

 

რუჰანიმ განაგრძო: „დღეს მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ისლამური რესპუბლიკის სიძლიერე უფრო დიდია, ვიდრე ეს ომის დღეებში იყო“. მან დაამატა, რომ თუკი ომის პერიოდში ქვეყნის შეიარაღების მხოლოდ 5% იყო სამამულო წარმოების, ახლა ეს მაჩვენებელი 85%-ს შეადგენს.

 

 

სარაკეტო პროგრამის განვითარების გამო თეირანისადმი მზარდი კრიტიკის ფონზე, თვით ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც კი, რუჰანიმ თქვა, რომ ირანი თავისი რაკეტების განვითარებას არავის შეეკითხება და დასძინა: „ჩვენ სამხედრო ძლიერების იმავე გზაზე სვლას განვანგრძობთ“.

 

კომენტარები: 1
#1   Nana
      
ცნობილი აგრესორია.
14 თებერვალი 2019 14:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი