გარდაბნის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები ახალსოფლის, საცხენისა და მუხროვანის მოსახლეობასთან გამართეს
14-02-2019, 22:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

14 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გამართეს სოფელ ახალსოფლის, საცხენისა და მუხროვანის მოსახლეობასთან.

 


მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სრულად მოეწყობა გარე განთების სისტემები.

 


ამ მიმართულებით სოფელ საცხენისში 16 ათასი, ახალსოფელში 20 ათასი, ხოლო მუხროვანში 12 ათასი ლარის სამუშაოები განხორციელდება.

 

 

ახალსოფელში იგეგმება სკოლის სახურავის რეაბილიტაცია, ცენტრალური და შიდა გზების, სტადიონისა და ამბულატორიის მოწყობა; სოფელ საცხენისში სასმელი წყლის შიდა ქსელების მოწესრიგების სამუშაოები, ასევე საცხენისი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია და ამბულატორიის მშენებლობა; მუხროვანში კი 2019 წელს საჯარო სკოლის მშენებლობის და სპორტული მოედნის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები განხორციელდება.

 


ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი