გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს
14-02-2019, 22:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

14 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რაფი ორუჯოვის ხელმძღვანელობით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.

 


ცვლილება შევიდა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის №45 განკარგულებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესასრულებლად, მუნიციპალიტეტს დამატებით 331 000 ლარი გამოეყო, ჯამში დაფინანსებამ 662 000 ლარი შეადგინა.

 


1 290 000 ლარამდე გაიზარდა, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა.

 

 

 


გაიზარდა „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსება. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N 2577 განკარგულებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტს დამატებით 2 152 056 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, (1 068 444 ლარი) სოფელ მარტყოფში, ღვთაების მონასტერთან მისასვლელი გზა რეაბილიტირდება, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ხიდი. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილმა ტრანსფერმა მთლიანობაში 4 900 000 ლარი შეადგინა.

 


საკრებულომ დადებითად გადაწყვიტა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სოფელ ნორიოში მცხოვრები გოჩა გიუნაშვილისთვის დახმარების გაწევის საკითხი.

 


ინფორმაციას გარდაბნის საკრებულო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი