თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს იმისათვის, რომ დააფინანსოს აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა.
იგი ხელს მოაწერს „საზღვრის უსაფრთხოების“ კანონს, რათა თავიდან აიცილოს მთავრობის ხელმეორედ დახურვა და ამით პრეზიდენტი გვერდს აუვლის კონგრესს, რომლის „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენლობითმა პალატამაც კატეგორიული უარი უთხრა მას კედლის მშნებლობისთვის ბიუჯეტიდან 5.7 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე.
პრეზიდენტი ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და კონგრესის გვერდის ავლით კედლის მშენებლობისთვის სამხედრო თანხებს გამოიყენებს.
„პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ახორციელებს თავის დაპირებას, რომ ააშენოს კედელი, დაიცვას საზღვარი და უსაფრთხო იყოს ჩვენი დიადი ქვეყანა“, ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებაში.
წამყვანმა „დემოკრატებმა“ თეთრი სახლის განცხადების საპასუხოდ თქვეს, რომ ტრამპი ამ ნაბიჯით „ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას“ და „უკანონო აქტის“ განხორციელებას ახდენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.