თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
21-07-2015, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე - ნინა ხატისკაცი და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი დაესწრნენ. პროექტის ორგანიზატორებმა ფესტივალის მნიშვნელობაზე და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.


ნინა ხატისკაცის თქმით, წელს ფესტივალს უპრეცედენტოდ ბევრი უცხოელი პროდუსერი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი ეწვევა. ეს კი მნიშვნელოვანია, როგორც კულტურული ცხოვრების ასევე ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან ის ადამიანები ვინც თბილისში ფესტივალზე დასასწრებად ჩამოდიან, შემდგომ საქართველოში კვლავ ბრუნდებიან.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ფესტივალის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. მიხეილ გიორგაძემ ორგანიზატორების მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი. მინისტრის თქმით, წელს ფესტივალი საქველმოქმედო იქნება, ფესტივალის გახსნის ღონისძიებიდან შემოსული თანხა „სოლიდარობის ფონდში“ ხოლო მთლიანად ფესტივალიდან შემოსული თანხა 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხება.


თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების მთავარი თეატრალური მოვლენაა. ფესტივალის მთავარი მიზანია თბილისის პოპულარიზაცია საერთაშორისო კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ სივრცეში, საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების წარმოდგენა და საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის.


წელს თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უკვე მეშვიდედ მასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია: საერთაშორისო პროგრამა (24 სექტემბერი - 5 ოქტომბერი), პროგრამა „New“ (24 სექტემბერი – 5 ოქტომბერი), ქართული სპექტაკლების პროგრამა (5 – 8 ოქტომბერი), გამოფენები (24 – 27 სექტემბერი), ასევე, ვორქშოფები და სემინარები.


ტრადიციულად ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოადგენს. ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის (20143-2015) შეჯამებაა. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 70 საერთაშორისო სტუმარი დარეგისტრირდა.


2015 წლის ქართული სპექტაკლების მთავარი პროგრმა, ამ დროისთვის, 12 თეატრის 13 სპექტაკლით განისაზღვრა. პროგრამა თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია.


თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნება და 8 ოქტომბრამდე გასტანს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი