ლადო ბედუკაძე მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტებზე საუბრობს: ეს არის წინასწარ განსაზღვრული, დაგეგმილი პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ
15-02-2019, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე „ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს მისი ცემისა და მუქარის ფაქტებს.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკური პარტია წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას ახორციელებს.

 

 

„მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოხდა მუქარა, იყო გარკვეული საგნის სროლა, რომელიც შემდეგ სანთებელა აღმოჩდა. ეს არის წინასწარ განსაზღვრული, დაგეგმილი პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ", განაცხადა ბედუკაძემ, რომელმაც მისი ცემიდან მალევე გააკეთა პირველი განცხადება და თქვა, რომ სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება არჩევნებისთვის ციხის კადრებთან დაკავშირებული ლაქის მოშორება.

 

 

ლადო ბედუკაძე გუშინ, 14 თებერვალს რუსთაველის გამზირზე ყოფილმა პატიმარმა სცემა. მოგვიანებით კი, როდესაც ბედუკაძე აღნიშნულზე ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, ქუჩაში მოქალაქემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სანთებელა ესროლა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი