გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის დავალებით, თიბისი ბანკის წილების დათმობასთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან მოლაპარაკებებს უარყოფს
15-02-2019, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის ბიძინა ივანიშვილის სახელით და მისი დავალებით, თიბისი ბანკის წილების დათმობასთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან მოლაპარაკებებს თავად აწარმოებდა.

 

 

გიორგი გახარია განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნა მარეგულირებლის მიერ ფინანსური რეგულაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.

 


„არ მქონია - ეს ერთი და მეორე - ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური რეგულაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ამ გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, არ და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

 

 

არ არსებობს ქვეყანაში დღეს ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმის თიბისი ბანკის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი. ამიტომ, აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება", უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს.

 

 

ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს. სებ-მა 14 თებერვალს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძესთვის „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლების შეუჩერება მოითხოვა. სებ-ის მოთხოვნითვე, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ მომდევნო ორი თვის განმავლობაში საბჭოს წევრობა უნდა დატოვონ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი