„ეროვნული ბანკი არის ბიძინა ივანიშვილის დიქტატის ქვეშ. იგი პირდაპირ ასრულებს ბატონი გახარიას დავალებებს“, აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე და მოითხოვს თანამდებობები დატოვონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და მისმა მოადგილეებმა.
„თიბისი ბანკთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს არა ჰყავს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი არის მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის დიქტატის ქვეშ. იგი პირდაპირ ასრულებს ბატონი გახარიას დავალებებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი ორივე მოადგილე უნდა გადადგეს. მათ არ შეუძლიათ ქვეყნის ფინანსური სისტემის მართვა“, განაცხადა რომან გოცირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.