საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხიდაშელის მინისტრობის დროს „ნიუ ატლასთან“ მხოლოდ ერთი კონტრაქტი გაფორმდა ნიჩბოსნურ ტრენაჟორზე.
როგორც თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, 2016 წლის 21 მარტს, ხიდაშელის მინისტრობის პერიოდში, 35 346 ლარიანი ხელშეკრულება დაიდო. დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ კომპანიისგან 411 ცალი მაღალყელიანი ფეხსაცმელი შეიძინა. თითოეულის ფასი 86 ლარი იყო. მიწოდების ვადა კი, კომპანიას 2016 წლის 24 მარტის ჩათვლით ჰქონდა.

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ შეიარაღებული ძალებისთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელების შეძენის ტენდერში კომპანია „ნიუ ატლასს“ ლობირებს. უწყების ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ „ნიუ ატლასს“ არც ერთ ტენდერში არ გაუმარჯვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.