თიბისი ბანკთან დაკავშირებულ მოვლენებს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს სჯერა, რომ ამ საქმის ირგვლივ პროცესები ისე წარიმართება, რომ საზოგადოებას პასუხგაუცემელი შეკითხვები არ დარჩება.
„ასეთი მნიშვნელობის საკითხი, რომელიც ეხება საბანკო სისტემას, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული, მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აღქმადი. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს მიმდინარე პროცესი სწორედ ასე წარიმართება, როდესაც არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება საზოგადოებისთვის", განაცხადა მედიასთან საუბრისას დავით სერგეენკომ.
ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს. სებ-მა 14 თებერვალს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძესთვის „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლების შეუჩერება მოითხოვა. სებ-ის მოთხოვნითვე, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ მომდევნო ორი თვის განმავლობაში საბჭოს წევრობა უნდა დატოვონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.